საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა) – კობის მონაკვეთზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს 15:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია 19:00 სთ-მდე.