საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილთა განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ქვეყნის 5 ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს. ჯამში, განსახლების პროგრამებით, 2023-2025 წლებში 13 ათასი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებლით. პროექტის ბიუჯეტი 900 მილიონი ლარია.
მიმდინარე პერიოდში:
თბილისში 11 კორპუსი შენდება 2400 დევნილი ოჯახისთვის;
ზუგდიდში 7 კორპუსი შენდება 1700 დევნილი ოჯახისთვის;
რუსთავში 4 კორპუსი შენდება 800 დევნილი ოჯახისთვის;
ქუთაისში 3 კორპუსი შენდება 720 დევნილი ოჯახისთვის;
ბორჯომში 1 კორპუსი შენდება 150 დევნილი ოჯახისთვის.