დმანისის ცენტრში რამდენიმე წუთის წინ მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს, გიორგი ტატულაშვილს ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც ცნობილია ადგილი ჰქონდა რამდენიმე გასროლას.
„ქართულმა ოცნებამ“ დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი პარტიიდან 2020 წელს გარიცხა.
გიორგი ტატუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. 2014 წლიდან ამ თანამდებობის დაკავებამდე ის შპს „ნიუ ჰოსპიტალსის“ იურიდიული სამსახურის იურისტი იყო.