დღეიდან რუსთავი-თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტს კიდევ ერთი ერთეული ავტობუსი დაემატა

2023 წლის 1 ნოემბრიდან,მგზავრთა მოთხოვნის გათვალისწინებით,რუსთავი-თბილისის საქალაქთაშორისო მუნიციპალურ ტრანსპორტს კიდევ ერთი ერთეული ავტობუსი დაემატა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო ავრცელებს.
მათივე ცნობით მგზავრთა ნაკადის მომატებასთან დაკავშირებით , რუსთავის მერიისა და ავტოტრანსპორტის საწარმოს მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ავტობუსების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.