“ვარდისფერი ოქტომბრის” კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბოლნისში უფასო სკრინინგი ჩატარდა

“სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმასთან” და ბოლნისის ცენტრალურ კლინიკასთან პარტნიორობით ეროვნული სკრინინგ ცენტრის ექიმებმა ბენეფიციარებს ძუძუს მამოგრაფიული კვლევა და პაპ ტესტი ჩაუტარეს.
პარალელურად ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, სწრაფი მარტივი ტესტირების საშუალებით განხორციელდა სკრინინგი HCV ჰეპატიტსა და HIV აივ ინფექციაზეც .
ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაცია / GD Women ბოლნისის ორგანიზაცია მეორე წელია აქტიურად უერთდება კამპანიას „ვარდისფერი ოქტომბერი“ , რომლის მიზანია ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების შედეგად, გამოიკვეთა ბენეფიციართა გარკვეული რაოდენობა, რომლებიც საჭიროებენ სხვადასხვა მიმართულების სკრინინგს.