სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ზაქარია ფალიაშვილის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა ბათუმში, კლასიკური მუსიკის კვირეულში „ფესტივალიდან-ფესტივალამდე“ მიიღეს მონაწილეობა.
სახვითი განყოფილების ცამეტმა მოსწავლემ ფესტივალზე საკუთარი ნამშევრები გამოფინეს. თითოეული მათგანი ღონისძიებაში წარმატებული მონაწილეობისათვის დიმპლომით დაჯილდოვდა.
კვირეული „ფესტივალიდან ფესტივალამდე“ წელს მეთექვსმეტედ გაიხსნა, მასში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მიწვეული მუსიკოსები და მხატვრები მონაწილეობდენ. მათ შორის იყვნენ საერთაშორისო კონკურსის პრიზიორები.