ისრაელი მძევლების გათავისუფლების მესამე ეტაპის მოლოდინშია. იმ მძევლების სია, რომლებიც ოჯახებს დღეს დაუბრუნდებიან, ისრაელმა უკვე მიიღო. გვიან ღამით, კი „ჰამასმა“ ტყვეობიდან ისრაელის კიდევ 13 მოქალაქე გაათავისუფლა.
მათთან ერთად წითელმა ჯვარმა ღაზიდან 4 ტაილანდელი მძევალი გამოიყვანა. სანაცვლოდ, ისრაელმა ციხიდან 39 პალესტინელი მსჯავრდადებული გამოუშვა.
მხარეთა შეთანხმებით, 4-დღიანი ზავის განმავლობაში „ჰამასმა“ 50 მძევალი, ისრაელმა კი 150 პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.