ისტორიულ მუზეუმში რუსთაველი მხატვრის, შოთა ურგებაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა

მხატვართა გაერთიანება „გამა“-ს ორგანიზებით და სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, ისტორიულ მუზეუმში რუსთაველი მხატვრის, შოთა ურგებაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
ადგილზე ფერწერაში შესრულებული 35 ნახატია წარმოდგენილი.
მუზეუმში ნამუშევრები 1 კვირის განმავლობაში იქნება განთავსებული და დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.