მე-14 მიკრო რაიონის N46-47-48 კორპუსების შიდა ტერიტორიაზე, ახალი რეკრეაციული საზოგადოებრივი სივრცე მოეწყობა

მოსახლეობის თხოვნით, 2024 წელს , მე-14 მიკრო რაიონის N46-47-48 კორპუსების შიდა ტერიტორიაზე, ახალი რეკრეაციული საზოგადოებრივი სივრცე მოეწყობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მის შექმნაში, აქტიურად იქნება ჩართული მოსახლეობა, რაც ბიუჯეტის დაგეგმვაში და მის განკარგვაში, მოქალაქეების მონაწილეობის, კიდევ ერთი კარგი მაგალითი იქნება.“

რუსთავის მერია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, პროგრამის „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ (GFG) ფარგლებში, მოქალაქეთა მონაწილეობით, ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს.
მოსახლეობის თხოვნით, რუსთავის მერია, მე-14 მიკრორაიონის N46-47-48 კორპუსების შიდა ტერიტორიაზე, ახალ რეკრეაციულ საზოგადოებრივ სივრცეს მოაწყობს.

650 კვ/მ ფართობის ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის, ორი სხვადასხვა პროექტია შექმნილი.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, პროექტის ორივე ვერსია, უბნის მოსახლეობას ადგილზე გააცნო. შეხვედრას, საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრი და უბნის მაჟორიტარი გიგა ვეფხვაძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

2024 წელს, რუსთავის ბიუჯეტიდან ის პროექტი დაფინანსდება, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა მოიწონებს. მოსახლეობის უმრავლესობის პოზიციის დადგენა, ელექტრონული ხმის მიცემის პრინციპით მოხდება. N46-47-48 კორპუსებში 780 ადამიანი ცხოვრობს. თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ექნება , პროექტში ცვლილება შეიტანოს და უბნის მოსახლეობასთან შეთანხმებული რეკომენდაციაც წარმოადგინოს.

დღესვე, ნინო ლაცაბიძე, მე-8 მიკრორაიონის # 7 კორპუსის მოსახლეობასაც შეხვდა, სადაც უბნის მცხოვრებლების მიერ მოწყობილი პატარა რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა და მოსხლეობას 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებიც გააცნო.