რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი ქართულ-აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდნენ.
ქალაქის მერმა და დეპუტატმა სტუმრებს, სპეციალურად ახალგაზრდებისთვის შექმნილი სივრცე გააცნეს და აზერბაიჯანული ლიტერატურის კუთხეც გახსნეს.
შეხვედრას რუსთავის რაიონული პროკურორი მალხაზ გეწაძეც ესწრებოდა.
ქალაქის პროკურორმა, ახალგაზრდებს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური კამპანიის და ამ კუთხით, უკვე გატარებული პრევენციული ღონისძიებების ამსახველი პრეზენტაცია წარუდგინა.
ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის გლობალური კამპანია, გაეროს მხარდაჭერით, ყოველწლიურად, მსოფლიოს 187 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც იმართება.