რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ოთარ ხმელიძის სახელობის ტურნირი დასრულდა.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს “რუსთავი 1991” და ზაზა ფაჩულიას აკადემია დაუპირისპირდნენ
შეხვედრა დაძაბულ და საინტერესო ვითარებაში წარიმართა და საბოლოოდ ანგარიშით 98:92 “რუსთავი 1991”-ის გამარჯვებით დასრულდა.
შეჯიბრში მონაწილეობას U18-ს რვა გუნდი იღებდა: “რუსთავი 1991”, “ქუთაისი”, “ვინგსი”, “ზაზა”, ” თბ.ბასკეტი”, ” ბრუკლინი”, “დინამო”, ვ. სანიკიძის აკადემია.
საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს მედლები,სიგელები,თასები და სხვადსხვა პრიზები გადაეცათ