რეზოლუციას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმიანება 

სოფელ კირბალთან, ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმიანება

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარებს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ევროპამ საქართველოსადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა:

„ევროპა საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენებს ურყევ მხარდაჭერას.

მადლობელი ვარ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის გადამწყვეტი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან დაპირისპირებაში, რომლის წინაშეც საქართველოს მოქალაქეები რუსეთის მუდმივი ოკუპაციის ქვეშ დგანან“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.