რუსთავის “კუკუშკა” რუსეთის მუზეუმში დგას

რუსთავის საბავშვო რკინიგზის ორთქლმავალი რომელიც 2019 წელს ჯართად უნდა გამოეყენებინათ,  რუსეთში, ეკატერინებურგის მუზეუმში აღმოჩნდა.

ორთქმავალი 1987 წელს უკრაინიდან, მარიუპოლიდან ჩამოიტანეს და იგი წლების განმავლობაში რუსთავის საბავშვო რკინიგზაზე აქტიურად მუშაობდა

შეგახსენებთ, ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბავშვო რკინიგზა რუსთავის მეტალურგიის ქარხნის  საკუთრებაა და თავდაპირველად მისი მშენებლობის იდეა ჟიული შარტავას ეკუთვნის.