რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დღეს გამართულ სხდომაზე, საბჭოს 2023 წლის სამოქმედო გეგმის მიმდინარე ანგარიში და საინფორმაციო ბუკლეტის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციის ფარგლებში, საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ლოცულაშვილმა, საბჭოს წევრებს საინფორმაციო ბუკლეტსა და სამოქმედო გეგმის მიხედვით შესრულებულ პუნქტებზე მიაწოდა ინფორმაცია.
საინფორმაციო ბუკლეტში გაწერილია მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხები, როგორიცაა: სქესი, გენდერი, გენდერული თანასწორობა, ასევე, გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის განმარტება და რუსთავის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში, განხორციელებული პროექტები.
სხდომის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა საკრებულოს წევრის – სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის თამარ მეტრეველის ინიციატივაზე, რომელიც ნოემბერში, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიასთან დაკავშირებით, ღონისძიების დაგეგმვას შეეხებოდა, ერთობლივად იმსჯელეს.