რუსთავის საკრებულომ ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი არ დაამტკიცა

რუსთავის მეშვიდე მოწვევის საკრებულომ, მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიას უკან დაუბრუნა.

გადაწყვეტილება დეპუტატებმა დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია უძღვებოდა.

მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის პროექტის პარამეტრები ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ წარადგინა. წარდგენა ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

საკრებულოს სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების საკითხს მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია „რუსთავი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა. კენჭის ყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

აღსანიშნავია რომ მერიამ დოკუმენტში ცვლილები 10 დეკემბრამდე უნდა შეიტანოს.

დღესვე დეპუტატებმა განიხილეს და გადაწყვეტილებები მიიღეს დღის წესრიგით განსაზღვრულ 24 საკითხზე , მათ შორის „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს“ შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ,რომელთაც დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.