რუსთავმა გრეპლინგში ორგზის მსოფლიო ჩემპიონის, ზურაბ ბეკოშვილის სახელობის ტურნირს უმასპინძლა.
ღონისძიება საქართველოს პანკრატიონის, გრეპლინგის და MMA ფედერაციის ორგანიზებით და რუსთავის მერიის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
შეჯიბრში, რომელიც საკმაოდ მასშტაბური იყო და UWW წესების სრული დაცვით ჩატარდა, მონაწილეობა 4 ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენებმა მიიღეს. გამოვლინდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები. გამოვლენილი ჩემპიონებით საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება, რომლის წევრებიც 2024 წელს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
რუსთავმა გრეპლინგში ტურნირს წელს პირველად უმასპინძლა.









