დღეს რუსთაველი მწვრთნელის, საქართველოს და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, თეიმურაზ (ხუტა) ქასოშვილის სახელობის ქვემო ქართლის ღია რეგიონალური ტურნირი ჩატარდა.
შეჯიბრი 2010-2011 და 2012-2013 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის გაიმართა.
თეიმურაზ ქასოშვილი წლების განმავლობაში სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში მწვრთნელად მუშაობდა.
მან არაერთი წარმატებული სპორტსმენი აღზარდა. თეიმურაზ ქასოშვილი 2023 წლის გაზაფხულზე ტრაგიკულად დაიღუპა.