რუსთავში, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს

რუსთავში, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში, მერიის თითქმის ყველა სამსახურია ჩართული.
ქალაქის ხიდის სადღესასწაულო განათებაში დღეს ,,რუსთავსერვის ცენტრთან” ერთად, ახალგაზრდული დეპარტამენტი და რუსთაველი ახალგაზრდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მორთვა, მიმდინარე კვირის ბოლოს დაიწყება. სადღესასწაულო ილუმინაციებით წელს ცენტრალური ქუჩების გარდა, ქალაქის გარეუბნები და შიდასაუბნო სკვერებიც მოირთვება.