სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში შეჯიბრი მინი ფეხბურთში გაიმართა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში შეჯიბრი მინი ფეხბურთში გაიმართა. ერთმანეთს რუსთავის 26 საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპექტებული გუნდები დაუპირისპირდნენ.
ფინალში N2 და N21 სკოლები შეხვდნენ, სადაც პირველი ადგილი N21 სკოლამ დაისაკუთრა.
I ადგილი-N21 საჯარო სკოლა
II ადგილი-N2 საჯარო სკოლა
III ადგილი-N5 საჯარო სკოლა
გამარჯვებულები რუსთავის მერის მოადგილემ ოთარ ტატალაშვილმა, სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი დემატრაშვილმა და საკრებულოს წევრებმა დააჯილდოვეს.
ქვეყნის მასშტაბით სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას საქართველოს ბავშვთა სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების თანადგომით და სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების მერიების ხელშეწყობით ახორციელებს.
პროგრამის მიზანია სასკოლო სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოზარდების ფიზიკურ აქტივობებში მასობრივი ჩართვა.