სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ფრენბურთში ფინალური შეხვედრები გაიმართა.
ტურნირი როგორც გოგონებს, ისე ვაჟებს შორის ჩატარდა.
გამარჯვებულ მონაწილეებს ორგანიზატორებისგან სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ.
გოგონათა კატეგორიაში პირველი ადგილი მე-13 სკოლამ დაიკავა ხოლო ვაჟებში ოქროს მედლის მფლობელი მე-16 სკოლა გახდა
პირველი ადგილის მფლობელები რეგიონულ პირველობაზე მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რუსთავში სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში რუსთავის საჯარო და კერძო სკოლები იღებენ მონაწილეობას.
შეხვედრები ყველა სპორტის სახეობაში დეკემბრის ბოლოს დასრულდება.