ქართული ოცნების“ ბოლნისის ქალთა ორგანიზაცია ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.
ბოლნისის მერიის შენობის წინ ორგანიზაციის პერფორმანსი მოეწყო, დარიგდა საინფორმაციო ფლაერები, სიმბოლურად გაუშვეს ნარინჯისფერი ბუშტები და კვამლი და საზოგადოებას მოუწოდეს, რომ დუმილი გამოსავალი არ არის.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება და მას არაერთი ქვეყანა და ათასობით ორგანიზაცია უერთდება. კამპანია 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას.