შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალურ უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმპ მედია პოზიტივის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის ფარგლებში, ორგანიზაციამ ერთი წლის ანგარიში წარადგინა, ღონისძიებაზე ისაუბრეს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.
ღონისძიებაზე მწერლისა და რეჟისორის გოდერძი ჩოხელის ფილმის „ადგილის დედა“ს აუდიო-ვიზუალური გახმოვანებით ჩვენება მოეწყო. ასევე, აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა ნიკო ფიროსმანის ნახატის „აქტრისა მარგარიტას“ აუდიო დისკრიპცია, რომელიც ,,HumanDoc”-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგის ფარგლებში მომზადდა.
ღონისძიების მიზანი შშმ თემის ინფორმირება და მათთან ერთად სირთულეების დაძლევა იყო. მედია პოზიტივი 2022 წლის 27 მაისს დაარსდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,შშმპ მედია პოზიტივის’’ ბაზაზე და შესაბამისად მედია საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ერთადერთი მედია საშუალებაა.