ძიუდში რუსთაველი სპორტსმენის, ორგზის ევროპისა და მსოფლიო პირველობის გამარჯვებულის, ბადრი ყვავილაშვილის სახელობის რიგით XVI ტურნირი მიმდინარეობს. ღონისძიება სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით და ძიუდოს ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება. ტურნირი ანსამბლმა „ფიროსმანმა“ და „სალხინომ“ გახსნა.
ტურნირში მონაწილეობას 2009-2010 წლებში დაბადებული ორასორმოცდაათამდე სპორტსმენი ღებულობს. გამარჯვებულები 11 წონით კატეგორიაში გამოვლინდება.
2010 წელს დაბადებული სპორტსმენები, რომლებიც მიმდინარე ტურნირზე ჩემპიონ-პრიზიორები გახდნენ, სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი დემეტრაშვილმა დააჯილდოვა. 2009 წლებში გამარჯვებულები ტურნირის ხვალ გამოვლინდება. გიორგი დემეტრაშვილმა დღესვე ბადრი ყვავილაშვილის ოჯახს მის მიერ სპორტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
ბადრი ყვავილაშვილი 81კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. იგი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი 1993 წელს ახალგაზრდებს შორის გახდა.