10 ნოემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს 02:00-დან
03:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
რუსთავში 21-ე, 20-ე მიკრორაიონებში, ლეონიძის, ქუთაისის, შარტავას,
ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე;

08:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს
წალკის რაიონის სოფელ ხრამხესში და მიმდებარე ტერიტორიაზე;

10:30-დან
17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში 9 მაისის, სიხნოს, ენერგეტიკის,
აღმაშენებლის, გაგარინის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 16:00 საათამდე
აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ჯანდარა, მარტყოფი, წინუბანი,
ნორიო. თელეთი, მთისძირი და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 18:30
საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო,
მამიშლო, გუგუთი, ვაკე და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 16:00 საათამდე
აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში მამხუტი, ტალავერი, მუხრანა და
მიმდებარე სოფლებში;

16:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში
მესხიშვილის, სტამბულის, თოდრიას, ლეონიძის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის
მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.