16 ნოემბერს,ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ნოემბერს 02:00-დან
03:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
რუსთავში შარტავას, ქუთაისის, მე-7 მიკრორაიონის, ქუთაისის და მიმდებარე
ქუჩებზე;

10:15-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ფალიაშვილის,
ლომოურის, მშენებელთა და მიმდებარე ქუჩებზე;

12:30-დან 17:30 საათამდე
აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კაპანახჩი, აზიზბეკოვი, ლელაშხა,
ქესალო და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე გარდაბანში;

13:00-დან 16:00
საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, ნორიო,
წინუბანი, თელეთი და მიმდებარე სოფლებში;

13:00-დან 16:30 საათამდე
აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ვაშლოვანი, ღოუბანი,
ბორბალო, ერტისი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.