საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებებით, მიმდინარე წელს მოქალაქეებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 621 972 ათასი ლარი ჩამოეწერათ.
მომხმარებელთა ინტერესების დაცვა კომისიის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სემეკი შეახსენებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მომხმარებლებს, თუ კომუნალური კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს უფლებების დარღვევას, მიმართეთ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.