სამების ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპული, უგზო უკვლოდ დაკარგული 20 იდენტიფიცირებულის სამოქალაქო პანაშვიდი დღესაც გაიმართება.
სამოქალაქო პანაშვიდზე გუშინ, პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრები იმყოფებოდნენ.
სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ოკუპირებული აფხაზეთიდან ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 14 სამხედრო და 6 მშვიდობიანი მოქალაქეა.
5 მებრძოლს დღესვე დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ადგილას, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.