ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის დარბაზში ქართული გალობის საღამო გაიმართა, რომელშიც რუსთავის მგალობელთა გუნდები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საიუბილეო თარიღებს მიეძღვნა.
საღამოს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და სამღვდელოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.