რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრი 56 წლისაა

დღეს რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრი იუბილეს აღნიშნავს, ქალაქის დრამატული თეატრი 56 წლისაა.

თეატრი, რომელიც უამრავ სპექტაკლსა და არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას ითვლის 1967 წელს გაიხსნა და ის მარჯანიშვილის თეატრიდან წამოსულმა ახალგაზრდებმა გიგა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით შექმნეს.

პირველი პრემიერა 30 ნოემბერს შედგა, გიგა ლორთქიფანიძემ მაყურებელს ედმონდ როსტანის ,,სირანო დე ბერჟერაკი“ წარუდგინა, რომელშიც მთავარ როლებს ოთარ მეღვინეთუხუცესი, მალხაზ გორგილაძე, გურანდა გაბუნია, თენგიზ მაისურაძე და ნოდარ მგალობლიშვილი ასრულებდნენ.