„ცაჰალის“ განცხადებით, „ჰამასის“ რამდენიმე მაღალჩინოსანი მოკლეს

ისრაელის თავდაცვის განცხადებით, ქვეყნის ქვეითმა ჯარმა ჰამასის სპეციალური ოპერაციების რაზმის – „ნუხბას“ მეთაური და ამ ჯგუფის მებრძოლები მოკლეს. „ნუხბა“ ჰამასის ელიტური დანაყოფია, რომლის მებრძოლებიც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო დანაყოფმა ღაზაში ჩაატარა ოპერაცია, რომლისთვისაც საჭირო სადაზვერვო ინფორმაცია თავდაცვის ძალებს ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა – შინ ბეთმა მიაწოდა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.