ბოლნისის მუნიციპალიტეტში მამაკაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მამაკაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც ცნობილია, კაცმა ცოლს თავისი გადაპარსა, შემდეგ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რომლის ამსახველი ვიდეოც გადაიღო და თავადვე გაავრცელა.

გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.