ბოლნისის N3 და სოფელ ჭაპალას სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული, სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისის N3 და სოფელ ჭაპალას საჯარო სკოლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, რემონტდება სკოლების სახურავი და ფასადი, რეაბილიტირდება საკლასო ოთახები, სველი წერტილები. სკოლებში ეწყობა კომპიუტერული ქსელი, სახანძრო სიგნალიზაციის, წყალარინებისა და ელექტროგაყვანილობის ახალი სისტემა. იცვლება კარ-ფანჯარა, განათება და იატაკი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად სკოლებში, სასწავლო სივრცის პარალელურად, იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურსოთახი და ექიმის კაბინეტი.
სკოლები ადაპტირებული გახდება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, მოეწყობა ლიფტი, პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები.