ქალაქ ბოლნისში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში
მოეწყობა 250 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა;
პირველი დარბაზი დაეთმობა კალათბურთის, ფრენბურთისა და ხელბურთის სივრცეებს;
მეორე დარბაზი დაეთმობა კრივის, ჭიდაობის, კარატესა და სხვა სპორტული აქტივობების სივრცეებს;
მოწესრიგდება ელექტრო სისტემა;
შენობა აღიჭურვება გათბობა-ვენტილაციის თანამედროვე სისტემით;
სპორტკომპლექსი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის,
კეთილმოეწყობა კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია.
ინფრასტრუქტურული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება 2 500 000 ლარს შეადგენს.









