რუსთავის მედიათეკამ GITA-ს საგრანტო პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას უმასპინძლა

რუსთავის მედიათეკაში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის -„25 000 ლარამდე გრანტები რეგიონებისთვის“, ქვემო ქართლის რეგიონის 4 გამარჯვებული გამოვლინდა.

საგრანტო პროგრამის მიზანი, რეგიონებში ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის შექმნა და გაძლიერებაა.

ქვემო ქართლში, პროგრამაში ჩართვის მსურველებს, განაცხადების წარდგენის საშუალება, 10 ოქტომბრიდან ჰქონდათ. ქვემო ქართლის რეგიონიდან 41-მა სტარტაპერმა მიიღო პროგრამაში მონაწილეობა,მათგან  30 ჯგუფი რუსთავიდან იყო.

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე, რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან დარსალია და საგრანტო პროგრამაში მონაწილე გუნდის წევრები ესწრებოდნენ.