ქალაქ ბოლნისში თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, ქალაქ ბოლნისში თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა მიმდინარეობს. სამსართულიანი სასწავლებელი 150 სტუდენტზეა გათვლილი.

 

კოლეჯში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები;

ბიბლიოთეკა;

ადმინისტრაციული სივრცე;

საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები;

შენობა აღჭურვილი იქნება გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით;

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მოეწყობა პანდუსები, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები;

სასწავლებლის ეზოში განთავსდება ღია სპორტული მოედანი, გამწვანებული რეკრეაციული ზონა, ტრენაჟორებით აღჭურვილი სავარჯიშო სივრცე და ავტოსადგომი.

სასწავლებელი მსურველებს პირველ ეტაპზე რეგიონის საჭიროებებზე მორგებულ მოკლევადიან და საკვალიფიკაციო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს შესთავაზებს.