არაელექტრონული პირადობის მოწმობების გაუქმების საკითხს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს

2024 წლის ივლისიდან საქართველოს მოქალაქეების ის არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის ივლისამდეა გაცემული. აღნიშნული მოწმობების მფლობელთათვის სანაცვლოდ გაცემულ პირადობის ახალ მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები იქნება დატანილი.

ცვლილებებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს.

„ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ცვლილებები ხელს შეუწყობს არჩევნების სათანადოდ ჩატარებას. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდება.