საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2023 წელს 8 მილიონამდე ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა.
მიმდინარე წელს, ადგილობრივი ბაზალტით 500 ბოლნელის, ანზორ ოჩხიკიძისა და სოხუმის ქუჩები მოიკირწყლა. ქვაფენილი ასევე სიონისა და აკაკი წერეთლის ქუჩების 2 მონაკვეთზე მოეწყო.
ასფალტის საფარი ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, წმინდა ნინოსა და სოხუმის ქუჩის ერთ მონაკვეთზე დაიგო. ასფალტობეტონის გზა მოეწყო სოფელ სავანეთში.
მიმდინარე წელს ისტორიულ სოფელში, ტანძიაში შიდა გზის ბეტონის საფარისა და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.