ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი 41 400 000 ლარით განისაზღვრა

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად, დეპუტატებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი განიხილეს და დაამტკიცეს.
2024 წლის ბიუჯეტი წინა წლის ბიუჯეტთან მიმართებით 3 260 000 ლარით გაიზარდა და 41 400 000 ლარი შეადგინა. 1 508 260 ლარით გაიზარდა სოციალური მიმართულებით დაფინანსება, 2024 წელს ამ მიმართულებით 6 311 400 ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კი 6 139 100 ლარი გამოიყო.
მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა და განათლება.