საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და მიმდებარე სოფლების 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად 63 650 000 ლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს.
სამუშაოები მოიცავს:
1. ქალაქ ბოლნისისა და დაბა კაზრეთის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანებას;
2. „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობას;
3. სოფელ ტალავერის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის პროექტირება – მშენებლობის სამუშაოებს.









