24 დეკემბერს, ძლიერი ქარის შედეგად, ქალაქ ბოლნისში რამდენიმე ლოკაციაზე ქარმა ხეები ძირფესვიანად მოგლიჯა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან აქტიურ რეჟიმში დაიწყო.
სტიქიის შედეგად დაზიანებულ ლოკაციებზე სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ჯაფარიძესთან ერთად მოინახულა.
ქალაქის გარდა სტიქიამ ხეები დაბა კაზრეთშიც მოგლიჯა. გამწვანების სამსახური გაწმენდით სამუშოებს დღის ბოლომდე განახორციელებს.