დაბა კაზრეთში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით დაბა კაზრეთში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, დაბის ცენტრში, ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობა დაბა კაზრეთის კულტურის სახლთან არსებულმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა, ანსამბლმა „იმედი“ და ბენდმა „მედიატორი“ მიიღო.

 

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი, კულტურის ცენტრის დირექტორთან სოსო კოპალეიშვილთან ერთად დაესწრო. სადღესასწაულო დღე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.