ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო და კერძო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემის ცერემონია გაიმართა. მედლები 40 კურსდამთავრებულებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა გადასცეს.
მედლების გადაცემის ცერემონია საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ია სვანიძის ორგანიზებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.