დღეს, 17:00 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სახალხო ზეიმი გაიმართება.
სახალხო ზეიმში მონაწილეობის მსურველებითვის, რუსთავის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან, 14.00.-დან გავა მუნიციპალური ტრანსპორტი.
გარდა ამისა, რუსთავის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს, დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტი, ქალაქის შემოსასვლელიდანაც, მთელი დღე უფასოდ მოემსახურება მგზავრებს.