ევროკავშირის ლიდერებმა გაფართოების საკითხის განხილვა დაიწყეს

ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხთან ერთად, ევროკავშირის გაფართოების საკითხის განხილვა დაიწყეს.

ევროპული საბჭო ბრიუსელში დღეს და ხვალ იმსჯელეს გაფართოების პაკეტზე, რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ.

გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას ორდღიანი სამიტის მიმდინარეობისას გამოაცხადებს.