20 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, არასამთავრობო ორგანიზაცია Aktual School-ის ჟურნალისტიკის კურსის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
Aktual.ge-ს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გოგი მეშველიანი, ტარიელ ნაკაიძე, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის მრჩეველი ელდარ ბაირამოვი, თურქეთის ელჩის მდივანი ალი იჰსან აქბაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის “მრავალფეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელი და ჟურნალისტი რამილია ალიევა,
საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მურად მურადოვი, “ახალგაზრდული ცენტრის – ალიანსის” დამფუძნებლები ლეილა ამირახოვა და რენა ჰუსეინოვა, AZERTAC-ის ჟურნალისტი საქართველოში ხათაი აზიზოვი, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
Aktual Media-ის დამფუძნებელმა ილქინ ჰუსეინოვმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე, კურსის წევრებს წარმატებები უსურვა, ასევე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნისთვის უდიდესი მიღწევაა.
„დღეს ჟურნალისტიკის კურსის მონაწილეებიის დაჯილდოების ცერემონია იმართება. ჩვენი მიზანია წამოვზარდოთ ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებიც საკუთარი თემის ცხოვრებას კიდევ უფრო გააუმჯობესებენ.
ვფიქრობ, ამას გარკვეულწილად, მივაღწიეთ, თუმცა ამ მხრივ მაინც ბევრი გვაქვს სამუშაო.
2024 წელს ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ მუშაობას. ჩვენი მიზანია ვემსახუროთ ჩვენს საზოგადოებას პერსპექტიულ ახალგაზრდებთან ერთად. ვულოცავ მათ და წარმატებებს ვუსურვებ”.
მედიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ Aktual Media-ს უკვე 3 წელი შეუსრულდა.
“ჩვენ სამი წელია, რაც ვემსახურებით ჩვენს საზოგადოებას, ანუ ჩვენს მედიას 3 წელი შეუსრულდა. წარმატებები ჩვენს გუნდსა და კურსის მონაწილეებს. მადლობა მინდა გადავუხადო ასევე აზერბაიჯანის დიასპორის კომიტეტს შესაბამისი პროექტის მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობა თურქულ ტექნოლოგიურ კომპანია “ბაიკარს” კურსის მონაწილეების დაჯილდოებისთვის”, – განაცხადა ილქინ ჰუსეინოვმა.
მოგვიანებით სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა გოგი მეშველიანმა Aktual School-ის კურსდამთავრებულებს მიულოცა დღევანდელი დღე და წარმატებები უსურვა.
„მადლობას ვუხდი Aktual School-ს ჩვენს რეგიონში ასეთი მედიასკოლის ფუნქციონირებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ მათ. მჯერა, რომ ისინი იქნებიან მომავალი ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უკეთესობისთვის იბრძოლებენ. ასევე ვისარგებლებ შემთხვევით და მივულოცავ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“, – აღნიშნა გოგი მეშველიანმა.
სიტყვით გამოვიდა ასევე დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე.
„ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ წარმატების პირველ ნაბიჯებს და გისურვებთ უდიდეს წარმატებას ამ რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე.
ახალგაზრდებს წარმატება უსურვეს აზერბაიჯანის ელჩის მრჩეველმა ელდარ ბაირამოვმა და თურქეთის საელჩოს წარმომადგენელმა ალი იჰსან აქბაშმაც და მადლობა გადაუხადეს Aktual-ს ასეთი პროექტის განვითარებისთვის.
ამ და სხვა საკითხებთან ერთად დიპლომატებმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაც მიულოცეს.
სიტყვით გამოვიდა კურსის ტრენერი რამილია ალიევაც. მისი თქმით, “საზოგადოებრივ მაუწყებელში” ახალგაზრდებმა მნიშვნელოვანი პრაქტიკა მიიღეს და დაეუფლნენ იმ უნარებს, რაც საჭიროა კარგი ჟურნალისტობისთვის.
ასევე “აქტუალ მედიის” მთავარმა პროდიუსერმა და Aktual School-ის კოორდინატორმა ნათელა ალაზოვამ წარადგინა პრეზენტაცია, სადაც მან ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა აუდიტორიას ამ კურსის საქმიანობის შესახებ.
საინფორმაციო პორტალის Aktual.ge-ის რედაქტორი სალო სალაჰლიც გამოვიდა სიტყვით და აუდიტორიას პლატფორმის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან აღნიშნა, რომ ახალი პროექტები 2024 წლიდან ისევ დაიწყება.
თურქეთის ტექნოლოგიების გუნდმა T3 Foundation-მა, რომელიც კომპანია “ბაიქარის” აღმასრულებელმა დირექტორმა, სელჩუკ ბაირაქტარმა დაარსა, Aktual School-ის მონაწილეები “ტექნოფესტის” ქურთუკებით დაასაჩუქრა.
მათ შორის, Aktual Media მადლობას უხდის, კომპანია „ოტაჩის“, კლინიკა „ადიკს” და Melody Sweets House-ს და Buta Sweets House-ს ღონისძიების მხარდაჭერისთვის.