პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 82 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონსა და „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, იურიდიულ პირებს პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა ეკრძალებათ. ამავე პროექტით, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.
როგორც მომხსენებელმა დავით მათიკაშვილმა განმარტა, აღნიშნული პროექტის მიღებით საქართველო ითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა.