კიდევ ერთი წარმატება ათენში, პანათინაიკოსის საერთაშორისო ცურვის თასზე.
რუსთაველმა მოცურავემ ლიზი გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად 4X50 თავისუფალი ყაიდის ესტაფეტაში საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა.
ნაკრებმა შედეგით- 1:51.17, 1988 წელს მოსკოვში დაფიქსირებული დრო- 1:55.87 გააუმჯობესა.