რუსთაველმა მოცურავემ ლიზი გრიგალაშვილმა თავისუფალი ყაიდის ესტაფეტაში საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა

კიდევ ერთი წარმატება ათენში, პანათინაიკოსის საერთაშორისო ცურვის თასზე.

რუსთაველმა მოცურავემ ლიზი გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად 4X50 თავისუფალი ყაიდის ესტაფეტაში საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა.

ნაკრებმა შედეგით- 1:51.17, 1988 წელს მოსკოვში დაფიქსირებული დრო- 1:55.87 გააუმჯობესა.