პარიზში, ეიფელის კოშკთან შეიარაღებული მამაკაცი ტურისტებს თავს დაესხა, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

პარიზის ცენტრში, ეიფელის კოშკთან შეიარაღებული მამაკაცი ტურისტებს თავს დაესხა, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 19:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპული გერმანიის მოქალაქეა.

მედია წერს, რომ ეჭვმიტანილი 2016 წელს თავდასხმის დაგეგმვისთვის იყო ნასამართლევი. როგორც მან პოლიციას განუცხადა, რომ „ის ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებითა და მუსლიმების სიკვდილით იყო აღელვებული“

„თავდამსხმელის შესახებ ვიცით ის, რომ არის ფრანგი, დაბადებულია საფრანგეთში 1997 წელს. შემთხვევის დროს პოლიციის კამერები ჩართული იყო და ყველაფერი გადაღებულია. ის იყო გაბრაზებული იმაზე, რაც ხდება ღაზაში და ამბობდა, რომ საფრანგეთი თანამონაწილეა იმისა, რასაც ისრაელი აკეთებს“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტ