პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა.

დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჩეხეთის პოლიციაში განაცხადეს.

ჩეხეთის პოლიციაში ასევე განაცხადეს, რომ ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანი დაშავდა.

ჩეხეთის პოლიციის ხელმძღვანელის, მარტინ ვონდრაშეკის განცხადებით, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ძალადობრივი თავდასხმა, თუმცა აღნიშნა, რომ “არ არსებობს იმის ნიშანი, რომ ამ დანაშაულს რაიმე კავშირი აქვს საერთაშორისო ტერორიზმთან”.

ჩეხეთის პოლიციაში ასევე აღნიშნეს, რომ თავდამსხმელი, რომელიც პოლიციამ გაანეიტრალა, უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.